03 აგვისტო 2026,   04:25
ვრცლად
ჩვენი მეზობელი და მეგობარი საქართველოს პოლიციის დანაყოფებთან ერთად ახალი ოპერაცია ჩავატარეთ, რაც ამ თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაძლიერებას წარმოადგენს - ისკანდერ გურაი ქესქინი

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა.

სპეციალურ ბრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, ირაკლი დონდოლაძესთან ერთად, კომენტარი გააკეთა ინტერპოლ-ევროპოლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ისკანდერ გურაი ქესქინმა.

მან ჩატარებული ოპერაციის დეტალებზე ისაუბრა:

"პატივცემულო პრესის წარმომადგენლებო, პატივცემულო კოლეგებო, დღეს გვინდა გაცნობოთ ოპერაციის დეტალები, რომელიც ორივე ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს გააძლიერებს.

ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს, ორმხრივი კეთილი ნებით გრძელდება და ეს თანამშრომლობა ორივე ქვეყნის მოქალაქეების სიმშვიდესა და უსაფრთხოებას უწყობს ხელს. როგორც გახსოვთ, 2025 წლის აგვისტოში ჩატარებული ანალოგიური ოპერაციის მსგავს ოპერაციაში თბილისსა და ბათუმში ჩვენი ქვეყნის მიერ ძებნილი 14 პირი იქნა დაკავებული.

ჩვენი მეზობელი და მეგობარი საქართველოს პოლიციის დანაყოფებთან ერთად ახალი ოპერაცია ჩავატარეთ, რაც ამ თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაძლიერებას წარმოადგენს. დაკავებული პირების ჩვენი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების წინაშე წარდგენა უზრუნველყოფს, რომ ისინი თურქეთში ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელს მოიხდიან და ამავდროულად ხელს შეუშლის მათ საქართველოში რაიმე დანაშაულის ჩადენაში, რითაც ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის სიმშვიდეს.

თურქეთის პოლიცია გააგრძელებს საქართველოს პოლიციის მხარდაჭერას მთელი თავისი ოპერატიული გამოცდილებით. ჩვენი პატივცემული შინაგან საქმეთა მინისტრი, მუსთაფა ჩიფთჩი, პირადად ხელმძღვანელობს ამ ოპერაციას, მან მადლიერება გამოხატა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პოლიციის მიმართ და იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

იმედი მაქვს, რომ შემდეგშიც ერთობლივი ძალისხმევით კვლავ ერთად ვიმუშავებთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს პატივისცემას ყველას მიმართ,"- განაცხადა ისკანდერ გურაი ქესქინმა.

 

დღის ამბები