21 აგვისტო 2026,   05:02
ვრცლად
"კოლექტიური ნაცმოძრაობა" მუშაობდა, როდესაც განიხილავდნენ ამ საკითხს, თუ როგორ უნდა განვითარდეს აგრესიული ექსტრემისტული პროცესები საქართველოში - გიორგი ვოლსკი

თავდასხმა ქართულ მედიაზე - მმართველ გუნდში დიდი ბრიტანეთის უარგუმენტო გადაწყვეტილებაზე საუბრობენ. "ქართული ოცნება" იმედისა და POSTV-ის  წინააღმდეგ ლონდონის მხრიდან განხორციელებული აქტის რეალურ მოტივად ოპოზიციის მხარდაჭერას და ურეიტინგო პარტიების გაძლიერების მცდელობას ასახელებს. 

საკითხი, "ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელსაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეც ესწრებოდა, სხდომის შემდეგ მედიასთან განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა. რა გახდა დაუნინგ სტრიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი, არგუმენტები ქართულმა მხარემ ვერც დიდი ბრიტანეთის ელჩისგან მოისმინა, რომელიც ორი დღის წინ ახსნა-განმარტებისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. 

"იმედზე" და "პოსტ ტივიზე" მიტანილი შეტევა, ნიშნავს იმას რომ ინფორმაცია, რომლითაც ისინი საზოგადოებას მიმართავენ არ შეესაბამება იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ზოგიერთ ქვეყანას გააჩნია უკრაინასთან მიმართებაში.

"კოლექტიური ნაცმოძრაობა" მუშაობდა, როდესაც განიხილავდნენ ამ საკითხს. თუ როგორ უნდა განვითარდეს აგრესიული ექსტრემისტული პროცესები საქართველოში, მედია კი ერთ-ერთ ბარიერად არის დასახელებული. გარკვეული მედიასაშუალებები არის ჩასაქრობიო, რომ ამ ექსტრემიზმს მიეცეს განვითარების საშუალება,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები