ბოლო ორი დღის განმავლობაში მოსული უხვი ნალექის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა. საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების ასარიდებლად გზები ტექნიკური მარილით მუშავდება და სისტემატურად იწმინდება.
მერია მოსახლეობას მოუწოდებს, უხვი ნალექის დროს ავტომანქანებით მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ.