10 აგვისტო 2026,   01:36
ვრცლად
დღეს მათი გახარება შეცვლილია მწუხარებით, რადგან ეს სანქციები არავითარი შედეგის მომტანი არ ყოფილა - არჩილ გორდულაძე თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე

ცენზურად და ტელევიზიების შეზღუდვის მცდელობად აფასებენ მმართველ გუნდში დიდი ბრიტანეთის სანქციებს, რომელიც "იმედსა" და "პოსტ ტივის" დაუწესდა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვას და დირექტორის დისკვალიფიკაციას გულისხმობს. ამ თემაზე განცხადება გაავრცელა "ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომაც". პარტია ქვეყნის მიმართ ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ყველას ერთი სქემა აქვს - დაარქვან ყველაფერს რუსული. 

"აქვთ ერთი მარტივი სქემა, რომ ყველაფერს დაარქვან რუსული, ყველა იმ ძალას, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ემსახურებიან დემოკრატიას, თავიანთ სამშობლოს, ამიტომაც, მარტივი მექანიზმი მოიფიქრეს და რუსული პროპაგანდის გამავრცელებლებს უწოდებენ "პოსტტივის" და "იმედს". დღეს მათი გახარება შეცვლილია მწუხარებით, რადგან ეს სანქციები არავითარი შედეგის მომტანი არ ყოფილა", - აცხადებს არჩილ გორდულაძე. 

დღის ამბები