04 აგვისტო 2026,   17:33
ვრცლად
25 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 25 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი-2 დასახლების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ოთარ ჩხეიძის, ოთარ ლორთქიფანიძის, გიორგი გეგეჭკორის, მარიკა ბარათაშვილის და მედეა ჩახავას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, დიღმის მასივის II, III, VI კვარტლების, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, აკაკი ბელიაშვილის და ნონა გაფრინდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი ბერიაშვილის, გიორგი აბაშვილის და ბუხაიძის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები