ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან სულ მცირე, 30 საერთაშორისო შეთანმხება დათვალა, რომლითაც რუსები სხვადასხვა ვალდებულების აღებას დათანხმდნენ, მაგრამ ახლა აღარ ასრულებენ.
კალასისი თქმით, დიდი ხნის წინ, რუსები დათანხმდნენ ჯარების გაყვანას მოლდოვიდან, მაგრამ იგივე სურათია საქართველოშიც და სხვაგანაც.
"მე დავთვალე, სულ მცირე, 30 საერთაშორისო შეთანხმება, რომლითაც რუსები სხვადასხვა ვალდებულების აღებას დათანხმდნენ, რომლებსაც ახლა არ ასრულებენ. ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ დიდი ხნის წინ რუსები დათანხმდნენ ჯარების გაყვანას მოლდოვიდან, მაგრამ იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გავუზიარე დოკუმენტი, სადაც მოცემულია ის დათმობები, რომლებიც რუსეთის მხრიდან უნდა ვიხილოთ. ეს უნდა განვიხილოთ, მაგრამ პირველი პუნქტი თუ იქნება, რომ რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო შეთანხმებებით უკვე აღებული ვალდებულებები, ეს ასევე შეეხებოდა იმ ტერიტორიებს, რომელთა ოკუპაციაც მოახდინეს და, საიდანაც უნდა გაიყვანონ ჯარები", - განაცხადა კაია კალასმა.