18 აგვისტო 2026,   13:46
ვრცლად
მარტვილში "ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" გრძელდება

"ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" მარტვილში გრძელდება - კომუნიკაციების კომისიამ ამჯერად ტრენინგები საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისთვის ჩაატარა.

პროგრამის ფარგლებში, უკვე გადამზადებულია 560 ადგილობრივი. პროგრამის მონაწილეები უფასოდ ეუფლებიან ისეთ პრაქტიკულ უნარებს, როგორიცაა Google-ის აპლიკაციების გამოყენება, ინფორმაციის ეფექტური ძიება და ინტერნეტუსაფრთხოება; ყურადღება ეთმობა დეზინფორმაციის ამოცნობას.

დღის ამბები