19 ივნისი 2026,   03:48
ვრცლად
ომი ბევრად უფრო სწრაფად მოდის ვიდრე ვინმეს ჰგონია...თუ გყავს კარგი მთავრობა და გაქვს ეროვნული ერთიანობა, ნამდვილად შეძლებ მისგან თავის დაღწევას - ორბანი

უნგრეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, რომელმაც შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელისუფლებას ჩამოაშოროს. ინფორმაცისა Reuters-ი ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი და მისი მეტოქე პეტერ მაგიარი, სიტყვით გამოვიდნენ და მომავალი კამპანიის ძირითადი თემები განსაზღვრეს. უნგრეთში არჩევნები 12 აპრილს არის დაგეგმილი.

"უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ომი ბევრად უფრო სწრაფად მოდის ვიდრე ვინმეს ჰგონია. ჩვენ ის დასაწყისშივე უნდა შევაჩეროთ. ერთხელ თუ გამოვიდა გარეთ, მას უკან ვეღარ დააბრუნებ. თუ ფეხს გადადგამ, უკან ვეღარ გადმოაბიჯებ, ომს თავიდანვე უნდა განერიდო, თუ მის მიღმა დარჩები, შესაძლოა, სამშვიდობოს გასვლა მოახერხო. თუ გყავს კარგი მთავრობა და გაქვს ეროვნული ერთიანობა, ნამდვილად შეძლებ მისგან თავის დაღწევას", - განაცხადა ორბანმა.

დღის ამბები