04 აგვისტო 2026,   17:44
ვრცლად
"მიკროავტობუსი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა" - შიდა ქართლის პოლიციამ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

შიდა ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, 2001 წელს დაბადებული გ.ც. დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან სხვისი კუთვნილი მიკროავტობუსი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა. 

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გ.ც. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. 

პოლიციამ მოპარული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები