საქართველოს აქვს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა, რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, სლოვაკეთი მხარს უჭერს, დიალოგს თბილისსა და ბრიუსელს შორის:
"ვისაუბრეთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. საქართველოს აქვს 7-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. სიმართლე გითხრათ, ყველაფერს მივცემდით, იმისთვის რომ ჩვენც ასეთი მაჩვენებელი გვქონდეს. სწორედ ამიტომ გვაქვს სურვილი და გვინდა, ჩვენი ეკონომიკური დიპლომატია გავაღრმაოთ.
დიდი ხანი არ არის, რაც სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ეკონომიკურო თანამშრომლობის ხელშეკრულებას. დღეს, კი ქალბატონ მინისტრთან ერთად შევთანხმდით, რომ მომავალში ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე ინტენსიურად ვიმუშავებთ. მაგალითად, გავაგრძელებთ ინვესტიციების შესახებ შეთანხმების განვითარებას.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის საკითხი. სლოვაკეთი მხარს უჭერს, დიალოგს თბილისსა და ბრიუსელს შორის. რადგან, ევროპის დიპლომატიის მიზანი - დიალოგების შენარჩუნება და პოზიციების გარკვევაა.
ვიცით რა ეტაპზეა ახლა ეს პროცესი, კომუნიკაცია კი მხარეებს შორის საჭიროა იმისთვისაც, რომ ვიყოთ მართლები და გამოირიცხოს ის დეზინფორმაციები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
აქვე, ჩვენ გავხსენით საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთო-ში. ვინაიდან, საქართველოს შეუძლია, დიდი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების საკითხში და სწორედ ამიტომ მივესალმებით საქართველოს კანდიდატურას,"- განახადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა.