სახელმწიფოები, რომლებიც "მშვიდობის საბჭოს" შეუერთდნენ ღაზის სექტორის აღდგენისთვის, 5 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ, - ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალური ქსელის, "თრუს სოუშალის" გვერდზე გაავრცელა.
დონალდ ტრამპი წერს, რომ "მშვიდობის საბჭოს" მომდევნო ყრილობა 19 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება, მისი წევრი სახელმწიფოები კი კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული დახმარების და ათასობით თანამშრომელს გაგზავნის შესახებ გამოაცხადებენ.
კონკრეტულად, რომელი ქვეყნები გამოყოფენ რესურსებს, არ კონკრეტდება. ტრამპი აღნიშნავს, რომ მის მიერ დაარსებული მშვიდობის საბჭო ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანო გახდება, რომლის თავმჯდომარეობაც მისთვის დიდი პატივია.