13 აგვისტო 2026,   08:47
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხორვატიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა - ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ცოტა ხნის წინ, ხორვატიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტ მილანოვიჩს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხორვატიაში, ზაალ გოგსაძე აცხადებს, რომ ხორვატისა და საქართველოს ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ძალიან აქტიურია, რისი დასტურიც ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტია.

"ხორვატიასთან ჩვენი ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში არის ძალიან აქტიური, რისი დასტურიც არის სწორედ ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ხვალ დაიწყება და ორი დღე გაგრძელდება. მას შეხვედრები ქენება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. ასევე, მოჰყვება ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებიც შეხვდებიან თავიანთ პარტნიორებს საქართველოში", - განაცხადა ზაალ გოგსაძემ.

დღის ამბები