საქართველოს უპირატესობებს და ეკონომიკურ ზრდას ევროპაში დიდი ხანია აღიარებს ბუდაპეშტი, სადაც ახლა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის გლობალური დიალოგი მიმდინარეობს.
ეს არის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატი, სადაც პოლიტიკოსები და დიპლომატები უსაფრთხოების და რეგიონული გამოწვევების საკითხებზე მსჯელობენ. ამ პლატფორმაზე მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.
მაკა ბოჭორიშვილი კოლეგების წინაშე სიტყვით ხვალ გამოვა, საქართველოს ნომერ პირველ დიპლომატს უკვე ჰქონდა პირისპირ შეხვედრებიც.
პიტერ სიიარტო, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლასლო კოვერი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი - ქართველმა დიპლომატმა მეგობარი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ორმხრივი და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა. დღის წესრიგშია თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების თემა და გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ბრიუსელი დგას.