01 აგვისტო 2026,   08:33
ვრცლად
დროის ათვლა დაიწყო - "რუსთავი2"- ზე ყველაზე დაძაბული, ფსიქოლოგიური დრამისა და სოციალური დედუქციის ელემენტებით გაჯერებული სატელევიზიო პროექტი "ნიღბების ღამე" იწყება

დროის ათვლა დაიწყო - "რუსთავი 2" ყველაზე დაძაბული, ფსიქოლოგიური დრამისა და სოციალური დედუქციის ელემენტებით გაჯერებული სატელევიზიო პროექტისთვის ემზადება. "ნიღბების ღამე" მთელს მსოფლიოში ცნობილი სამაგიდო თამაშია, რომლის ადაპტირებული ვერსია ეთერში ყოველ პარასკევს, 22 საათზე გავა. სეზონის განმავლობაში მაყურებელი 9 ეპიზოდს იხილავს. პირველი გადაცემის ჩაწერა უკვე დაიწყო.

ერთ დროს "რუსთავი 2"-ის ეკრანიდან ცნობილი სახეები, ახლა კამერების მიღმა დგანან. გადაცემის პროდიუსერები საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები არიან. მათი მთავარი მიზანია კლასიკად ქცეულ თამაშს ბევრი გასაიდუმლოებული და დამაინტრიგებელი ელემენტი შესძინონ, რაც მაყურებელს პროცესში აქტიურად ჩართავს. ამ ყველაფრის ნაწილია უცნობი ხმა, რომელიც თამაშს კულისებიდან მართავს და მონაწილეებს წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

ცხრა მონაწილე, შვიდი პატიოსანი მოქალაქე და ორი ნიღბიანი - თამაში ღამისა და დღის მონაცვლეობაზეა აგებული. ღამით ნიღბიანები ფარულად მოქმედებენ, დღისით კი დისკუსიისა და კენჭისყრით ხდება მათი გამოვლენა. იმარჯვებს ის, ვინც ადამიანებს უკეთესად კითხულობს.

"ნიღბების ღამეს" "რუსთავი 2"-ის მაყურებელი ყოველ პარასკევს იხილავს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები