21 ივნისი 2026,   20:38
ვრცლად
ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა საერთო პოზიციის შეჯერება ვერ შეძლო

ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის წამყვანმა კანონმდებლებმა საერთო პოზიციის შეჯერება ვერ შეძლეს. როგორც POLITICO წერს, საქმე ეხება ევროპარლამენტის პოზიციას ამერიკულ სამრეწველო საქონელსა და რიგ პროდუქციაზე ტარიფების გაუქმებაზე.

ევროპარლამენტარები შეთანხმდნენ, რომ საკითხს უახლოეს მომავალში კვლავ დაუბრუნდებიან.

შეგახსენებთ, ვაშინგტონმა უკვე შეამცირა ტარიფები ევროპულ ავტომობილებზე მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა წარადგინა კანონმდებლობა, რომლის გარშემოც ევროპარლამენტარები ჯერ კიდევ დავობენ - წერია სტატიაში.

დღის ამბები