10 აგვისტო 2026,   16:14
ვრცლად
ლევან მაჭავარიანი - როდესაც არის კრიზისული სიტუაცია, არ უნდა მიენდო არავის დაპირებას და უნდა იმოქმედო პრაგმატულად, შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც "ქართული ოცნება" მოქმედებს

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროპელების 3/4 უარს აცხადებს, უკრაინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანდეს. განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა X-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

ვიქტორ ორბანი წერს, რომ მიუხედავად ამისა ბრიუსელი ჯიუტად განაგრძობს პროცესს. ორბანის მოსაზრებით, ევროკავშირს არ აინტერესებს ხალხის აზრი და მხოლოდ რამდენიმე ევროპულ მთავრობას ჰყოფნის ძალა, წინ აღუდგეს ბრიუსელის ნებას.

ვიქტორ ობრანის განცხადებას, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა:

"ჩვენ ვნახეთ ცრუ დაპირებები უკრაინასთან მიმართებაში. როდესაც მას ჰპირდებოდნენ დაჩქარებული წესით ნატოში მიღებას, გაყინული რუსული აქტივების გადაცემას, ჰპირდებოდნენ, რომ დასავლეთის დახმარებით, აუცილებლად დაამარცხებდა რუსეთს, ასევე იმას, რომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით აღმოჩნდებოდა და ახლა ბატონმა მერცმა თქვა, რომ საერთოდ არც განიხილება 2027 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში მიღება და ახლა მორიგ დაპირებას გასცემენ, ეტყვიან, რომ როდესაც ისინი რუსეთს დაამარცხებენ, შემდეგ მიიღებენ ევროკავშირში. ეს იმას ნიშნავს, რომ მარტო საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს და შესაბამისად, როდესაც არის კრიზისული სიტუაცია, არ უნდა მიენდო არავის დაპირებას და უნდა იმოქმედო პრაგმატულად, შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც "ქართული ოცნება" მოქმედებს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები