"გამოვლენილ იქნა პირთა ჯგუფი, რომლებიც გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდნენ საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში"- ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ განაცხადა.
როგორც არჩილ ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. ამასთან, შესაძლებელია დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილ იქნა პირთა ჯგუფი, რომლებიც გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდნენ საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე, ჩვენს მიერ, დაკავებულია ერთი პირი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულისა და მისი თანამზრახველების მიმართ, რამდენიმე თვის განმავლობაში, მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ხსენებულ საგამოძიებო საქმეზე სხვა პირთა გამოსავლენად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც შესაძლებელია დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ო ნაწილი ბ- ქვე პუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვე პუნქტით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალის წინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ნებისმიერი ნებისმიერი მსგავსი გამოვლინების მიმართ იქნება უკომპრომისო და იმოქმედებს კანონის სრული სიმკაცრით", - განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.