13 აგვისტო 2026,   01:58
ვრცლად
ჟინვალი-ანანურის გზაზე გაზით დატვირთული ტრაილერის გადაბრუნების გამო სატრანსპორტო მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დრომდე შეფერხებულია

ჟინვალი-ანანურის გზაზე გაზით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა და ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ტყრანსპორტის გადაადგილება მთელი ღამის განმავლობაში შეჩერებული იყო.

ტერიტორიაზე მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით არის დაწყებული.

დღის ამბები