18 ივნისი 2026,   21:36
ვრცლად
"ვწუხვარ, რომ საქართველო, მიუხედავად ქართველი ხალხის გამბედაობისა, რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა" - მაია სანდუ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს, მოლდოვის პრეზიდენტმა რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციებზე ისაუბრა.

მაია სანდუ თავის გამოსვლაში საქართველოსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა.

"ვწუხვარ, რომ საქართველო, მიუხედავად ქართველი ხალხის გამბედაობისა, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული მისწრაფებებისა და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლების დაცვას კვლავ აგრძელებენ, რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა. რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ", - აცხადებს სანდუ.

მმართველი გუნდი მოლდოვის პრეზიდენტს საკუთარ ქვეყანაში არსებულ ვითარებას- მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, კორუფციის მაღალ მაჩვენებელს და გაღატაკებულ მოსახლეობას ახსენებს. "ქართულ ოცნებაში" იმ ფაქტებსაც იხსენებენ, თუ როგორ გახდა სანდუ ქვეყნის გარეთ მიღებული ხმებით პრეზიდენტი, გააუქმა ოპოზიციური პარტიები და მედია. დღეს კი მზად არის ქვეყანას დამოუკიდებლობა წაართვას და რუმინეთს მიუერთოს.

დღის ამბები