დაპირისპირება, დაძაბულობა და ინტრიგები ევროსტრუქტურებში - ეს ის პრობლემებია, რაზეც ევროპელი დიპლომატები ღიად თითქმის არ საუბრობენ. რა საკითხებზე ვერ თანხმდებიან, რამდენად ღრმაა კრიზისი ურთიერთობებში და რა გამოწვევის წინაშე დგას ევროპული გაერთიანება? - პასუხს ევრობიუროკრატების სამომავლო პერსპექტივებზე, დასავლური გამოცემის მიერ მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, როგორც დიქტატორი - სწორედ ასე წარმოუდგენია კაია კალასს ევროკომისიის პრეზიდენტი. სტატიით, რომელიც "პოლიტიკომ" წყაროებზე დაყრდნობით მოამზადა, ვიგებთ, რომ დაპირისპირებას ფესვები ბრიუსელში ღრმად აქვს გადგმული. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ევროკომისიამ კალასის უწყებას ხმელთაშუაზღვის ქვეყნებზე პასუხისმგებლობები ჩამოართვა. დაპირისპირება იმდენად გაღრმავდა, რომ ფონ დერ ლაიენმა კალასს მოადგილის შერჩეული კანდიდატურაც კი დაუბლოკა.
ჩიხურ მდგომარეობაზე, რაზეც დასავლური გამოცემა წერს, დიდი ხანია საუბრობენ თბილისში. მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირსა და ევროკომისიას შორის არსებული დაპირისპირება პოლიტიკური კრიზისის ნათელი ლუსტრაციაა. პასუხისმგებლობის ტვირთი კი მთლიანად ევროპელ დიპლომატებზეა.
ევროგაერთიანებაში არსებულ კრიზისს განსხვავებული აზრის არსებობით ხსნის ქართული ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ბრიუსელში მიმდინარე პროცესი ჯანსაღი კონკურენციის ნაწილია.
ცალკეული ევრობიუროკარტების მხრიდან კულუარული ინფორმაციის საჯაროდ გამოტანა არ უკვირთ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ახლა ბრიუსელში გავლენების განაწილება მიდის, პროცესი კი მთლიანად გარე ძალების მიერ იმართება.
დასავლურმა გამოცემამ სტატია ევროსტრუქტურებში ხუთ ყველაზე გავლენიან პოზიციაზე მომზადდა. პოლიტიკოს სტატიაში წყაროებზე დაყრდნობით ბრიუსელის პოლიტიკური კულუარებია განხილული. საუბარია იმ დაძაბულ ურთიერთობებზეც, რომელიც ევროსტრუქტურებში კაია კალასისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობის პირობებში უფრო გამწვავდა.