10 აგვისტო 2026,   17:31
ვრცლად
"რაც ახლა ვიცით თანამშრომლებისგან, ის ადრე მოვიდა სამსახურში, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი, სავარძელზე დატოვა წერილი" - სუს-ის განმარტება უწყების თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"რაც იკვეთება ახლა და ვიცით თანამშრომლებისგან - ის ადრე მოვიდა დილით სამსახურში, როგოც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი", - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" სუს-ში, უწყების თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განუცხადეს. უწყებას "რუსთავი 2", სუს-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობასთან დაუკავშირდა.

"ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი, რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის რომ, რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებიც. რაც იკვეთება ახლა და ვიცით თანამშრომლებისგან - ის ადრე მოვიდა დილით სამსახურში, როგოც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, ავტომანქანის გვერდით სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის მხოლოდ პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის ცნობილია. სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს".

დღის ამბები