საქართველო-ისრაელის მეგობრობის მუზეუმში ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია "ესთას" ინიციატივით, ჰოლოკოსტის ტრაგედიის კვირეულთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ისრაელის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ მოეწყო ებრაელების, ასევე ბოშების და სხვა უმცირესობების მასობრივი გენოციდი, რომელსაც მსხვერპლად შეეწირა ექვს მილიონზე მეტი ებრაელი.