20 აგვისტო 2026,   01:05
ვრცლად
"ეს უნდა აისახოს თითოეული მოქალაქის სამომხმარებლო კალათაზე, თითოეული მოქალაქის ჯიბეზე, ჩვენს ოჯახებზე" - გიორგი სოსიაშვილი

"დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ის ოქროს შუალედი, რომელიც არც ბიზნეს სექტორს დააზარალებს და, ბუნებრივია, ამ ოქროს შუალედის მოძებნით და ამ დაბალანსებული პოლიტიკით, მოხდება ფასების რეგულაცია ისეთ ნიშნულზე, რომ ასეთი კატასტროფული ფასნამატი არ არსებობდეს," - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი საუბრობს. 

"ეს უნდა აისახოს თითოეული მოქალაქის სამომხმარებლო კალათაზე, თითოეული მოქალაქის ჯიბეზე, ჩვენს ოჯახებზე. დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ის ოქროს შუალედი, რომელიც არც ბიზნეს სექტორს დააზარალებს და, ბუნებრივია, ამ ოქროს შუალედის მოძებნით და ამ დაბალანსებული პოლიტიკით, მოხდება ფასების რეგულაცია ისეთ ნიშნულზე, რომ ასეთი კატასტროფული ფასნამატი არ არსებობდეს," - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

მომავალ კვირას სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერი მეწარმეებს და ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდება. სურსათის გარდა, კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს. ირაკლი კობახიძე სხვადასხვა უწყების პირველ პირებთან ერთად, უკვე შეხვდა მსხვილი ქსელური მარკეტების და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს. პარალელურად, ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს.

დღის ამბები