13 აგვისტო 2026,   11:51
ვრცლად
"საია მალავს იმას, რომ წერილში, რომელიც სახელმწიფომ მიიღო, წერია ის, რომ სარჩელზე, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ნაწილობრივ, არსებით და დასაშვებობის ნაწილშიც, უკვე დამარცხდა" - თეა წულუკიანი

სტრასბურგის სასამართლომ საია-ს სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ საუბარია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ქართულ მხარეს წერს, რომ საჩივრების ნაწილი სექციის ვიცე-პრეზიდენტმა დაუშვებლად მიიჩნია.

თემაზე დღეს განმარტება გააკეთა თეა წულუკიანმა, რომელიც ამბობს, რომ ეს ფაქტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეგნებულად დამალა. მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება არც იმის მტკიცება, რომ სტრასბურგმა საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, რადგან დასაშვებობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

"საია-სა და სხვათა სარჩელის დიდი ნაწილი პალატის ვიცე-პრეზიდენტის მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი. "გავიმარჯვეთ იმის გამო, რომ სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო" არის ან სრულად სიცრუე, ან ნახევრად სიმართლე. კოლეგიის ხელმძღვანელმა განიხილა სარჩელი და ნაწილი საია-სა და სხვების სასარჩელო მოთხოვნებისა და პრეტენზიებისა უკვე დღეს ვიცით, რომ არ იქნება არსებითად განხილული, ვინაიდან ისინი ამ სარჩელის ნაწილში უკვე დღეს დამარცხდნენ.

საია მალავს იმას, რომ ამ წერილში, რომელიც სახელმწიფომ მიიღო, წერია ის, რომ ამ სარჩელზე, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ნაწილობრივ - არსებით და დასაშვებობის ნაწილშიც, უკვე დამარცხდა. სწორია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საია-სი და სხვათა საჩივრის მხოლოდ ერთი ნაწილის განხილვა დაიწყო. მცდარია ის, რომ მათ რაიმე გამარჯვება მოიპოვეს და მცდარია ის, რომ დარჩენილი ნაწილის არსებითი განხილვა დაიწყო, რატომ? - იურისტებს ეს კარგად ესმით, ვერ იქნება სარჩელის არსებითი განხილვა დაწყებული, თუ დასაშვებობის საკითხი არ არის ჯერ გადაწყვეტილი. იმ ნაწილში, რაზეც ვიწყებთ განხილვას, არავითარი დასაშვებობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ანუ ტყუილია ის, რომ არსებითი განხილვა დაიწყო, ჯერ დასაშვებობის საკითხი იქნება განხილული და არსებითის საკითხიც გადაწყდება იმავდროულად", - აცხადებს თეა წულუკიანი.

დღის ამბები