"დიფ სთეითთან" ბრძოლის საარჩევნო დაპირებით გამარჯვებული ტრამპის ინაუგურაციიდან ზუსტად 1 წელი გავიდა. ზუსტად 1 წელია მუშაობს ახალი ადმინისტრაცია, თუმცა "დიფ სთეითი" ისევ საფრთხედ რჩება. ამას ამბობს ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელი, ტულსი გაბარდი, რომელიც მორიგ განცხადებაში ჩრდილოვანი მმართველობის მხრიდან სახელმწიფო სტრუქტურების პოლიტიზებაზე მიუთითებს.
თუ ამერიკა ასე აქტიურად ებრძვის "დიფ სთეითს", რატომ ინარჩუნებს დუმილს საქართველოსთან მიმართებაში? - კითხვას სვამენ "ქართულ ოცნებაში", სადაც გლობალური ძალებისგან მომდინარე საფრთხეებზე წლებით ადრე ალაპარაკდნენ, ვიდრე დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ გაურკვეველი სიჩუმის ფონზე ქვეყანა სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში რჩება და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის კვლავ მზაობას გამოთქვამს.
ტრამპის ადმინისტრაციის გაცხადებული პოლიტიკა, რომ არაფორმალურ გავლენებთან ბრძოლაა, ხელისუფლების ოპონენტებიც ვერ უარყოფენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს. ოპოზიციისთვის "დიფ სთეითის" ამერიკული გაგება მხოლოდ ლოკალური ბიუროკრატიული პრობლემაა.
რატომ არ დგამს ამერიკა კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობის შესაცვლელად? - უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დუმილი, დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებებთან ერთად, ადასტურებს, რომ "დიფ სთეითი" მოქმედებას განაგრძობს და ბაიდენის ადმინისტრაციის დამკვიდრებულ მიდგომებს ინარჩუნებს.
"დიფ სთეითსა" და მის წინააღმდეგობაზე ტულსი გაბარდს აქამდეც არაერთხელ უსაუბრია. უთქვამს ისიც, რომ არაფორმალური გავლენები დაზვერვის სტრუქტურებში რჩება და ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს, მათ შორის, ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკაზე.
"დიფ სთეითსა" და მის წინააღმდეგობაზე ტულსი გაბარდს აქამდეც არაერთხელ უსაუბრია. უთქვამს ისიც, რომ არაფორმალური გავლენები დაზვერვის სტრუქტურებში რჩება და ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს მათ შორის, ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკაზე.