08 ივნისი 2026,   12:17
ვრცლად
ნარკოდანაშაულის საქმეზე დააკავეს მამაკაცი, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა და სამალავებს არჩევდა - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ამოიღო

თბილისში, მაისურაძის ქუჩა საპოლიციო ღონისძიების ეპიცენტრი იყო. ამ მისამართზე პატრულის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ფაქტი აღკვეთეს.

"კურიერის" ინფორმაციით, პატრულმა საეჭვო პირი დასახელებულ ადგილას შენიშნა. 25 წლის მამაკაცი ფეხით გადაადგილდებოდა და სამალავებს არჩევდა.

წებოვანი ლენტით დაფასოებული ნარკოტიკი 25 წლის მამაკაცს ჯიბიდან ამოუღეს. 20 შეკვრა "ალფა-პვპ" უკვე სარეალიზაციოდ იყო გამზადებული. ჩხრეკის შემდეგ მას ხელბორკილები დაადეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული ორხან მეხტიევი სხვა დანაშაულისთვის ნასამართლევია. ის ნარკოდანაშაულს არ აღიარებს. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით "ალფა-პვპ-ის" შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.

პატრულ-ინსპექტორმა, რომელმაც მეწყვილესთან ერთად მეხტიევი დააკავა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების დეტალებზე ისაუბრა.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 25 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები