მისთვის ჩვეული ტონით საუბრობს ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტზე და ამტკიცებს, რომ ემანუელ მაკრონი "არავის სჭირდება", რადგან ის თანამდებობას ძალიან მალე დატოვებს, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ტრამპი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მაკრონი არ აპირებს, თეთრი სახლის ინიცირებულ "მშვიდობის საბჭოს" შეუერთდეს.
"ასე თქვა? ის არავის არ სჭირდება, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს. ასე რომ, არაუშავს. რასაც ვიზამ, არის ის, რომ თუ მტრულად განეწყობიან, მის ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იან ტარიფს დავაწესებ და ისიც შემოგვიერთდება, თუმცა სავალდებულო არ არის. როგორც იცით, ის რამდენიმე თვეში აღარ იქნება თანამდებობაზე", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.