ბათუმის ბულვარში, საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის გამო, ერთ-ერთი ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ტერიტორიიდან ობიექტის დროულად გატანის თაობაზე მეპატრონის გაფრთხილებისა და მასთან შეთანხმების საფუძველზე, ბათუმის ბულვარის შესაბამისმა სამსახურმა დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.
სამუშაოები, კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება, რაც ტერიტორიიდან სამშენებლო კონსტრუქციების გატანას, მოწესრიგებასა და საზოგადოებრივი სივრცის გათავისუფლებას ითვალისწინებს.
პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება და სრულად მოიცავს ბულვარის ტერიტორიაზე არსებულ ყველა იმ ობიექტის დემონტაჟს, რომელთა საიჯარო ვადა ამოწურულია.