ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: გუდაური–კობის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონისა და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის მონაკვეთებზე. ასევე აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე, ნაქერალას უღელტეხილზე, ქორენიში-შოვისა და ჯვარი-უშგულის მონაკვეთებზე.
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ნიჩბისი-დიდგორის, კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე, კორშა-შატილის მონაკვეთზე და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე.
მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ორბელის უღელტეხილზე და და ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე.