აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.
ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე და მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. მხარეებმა ურთიერთ თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო შესაძლებლობა განიხილეს.