თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული 15 პირის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მოწმეები დაკითხეს, მათ შორის, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტები. ასევე, ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს.
დაკავებულებს ბრალი აქვთ წარდგენილი მუხლით, რომელიც ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, ასევე დაკავებულებს ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.