15 აგვისტო 2026,   11:56
ვრცლად
"კონტინენტურად, ევროპაც არის რუსეთი და აზიაც, რაც შეეხება იმ სახელმწიფო სისტემას, რომელიც რუსეთშია - დამერწმუნეთ, ნებისმიერ ევროპელ პოლიტიკოსს ჰკითხეთ და ყველა გეტყვით, რომ ეს არ გახლავთ ევროპული ტიპის სახელმწიფო" - ირაკლი ფავლენიშვილი

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი გამოეხმაურა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობები დაბალანსდება, ევროკავშირი მნიშვნელოვან გამოცდას ჩააბარებს.

"ევროპის ფუნდამენტური მიდგომა რუსეთის მიმართ, ბარბაროსული აგრესიის გამო, არ შეცვლილა, უბრალოდ საუბარია იაზე, რომ მოლაპარაკების პროცესში, შეიძლება, ევროპა უფრო აქტიურად ჩაერთოს რუსეთთან. კონტინენტურად, ევროპაც არის რუსეთი და აზიაც არის, - მგონი, ახალი არაფერი არ თქმულა, რაც შეეხება იმ სახელმწიფო სისტემას, რომელიც რუსეთშია - დამერწმუნეთ, ნებისმიერ ევროპელ პოლიტიკოსს ჰკითხეთ და ყველა გეტყვით, რომ ეს არ გახლავთ ევროპული ტიპის სახელმწიფო," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები