შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დროშები აღმართა.
"14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა" , - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.