02 აგვისტო 2026,   16:26
ვრცლად
ოზურგეთში კალანდა საზეიმო გარემოში აღინიშნა

ოზურგეთში კალანდა საზეიმო გარემოში აღინიშნა. სოფელ შემოქმედში მდებარე ეთნოგრაფიულ სივრცეში, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გურული ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, თეატრალიზებული პერფორმანსები და ჩატარდა ტრადიციული საკალანდო რიტუალები.

საღამო საზეიმო კონცერტით დასრულდა ჯგუფ "მიქსტურას", მარიამ შენგელიასა და "თეატრალურის კვარტეტის" მონაწილეობით.

დღის ამბები