ქართული პასპორტის სიძლიერე ყოველწლიურად უფრო და უფრო მყარდება, ამას კი საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს. რამდენად ბევრ ქვეყანაში შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული წესით გადაადგილება 2026 წელს?
გლობალური პასპორტ ინდექსის მონაცემების მიხედვით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოის ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს და რეიტინგში 33-ე ადგილს იკავებს.
13 წლის წინ, მსოფლიო რეიტინგში, საქართველო პასპორტის სიძლიერით 73 ადგილზე იყო, 2022 წელს 48-ე ადგილს იკავებდა, 2024 წლიდან ქართული პასპორტის სიძლიერე 15 პროცენტით გამყარდა, დღეს კი ის ისტორიულ მაქსიმუმზეა. წლებთან ერთად იხვეწება დოკუმენტიც, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია და მოქალქეებისთვის უსაფრთხოებისა და სანდოობის გარანტიცაა.
მმართველი გუნდის ლიდერები პოზიტიურ დინამიკაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მსოფლიო რეიტინგებში გაუმჯობესებული მაჩვენებლები, საქართველოში არსებული სტაბილური მდგომარეობის და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის დამსახურებაა.
მსოფლიოს 133 ქვეყნიდან საქართველოს პასპორტით უვიზოდ 81 ქვვეყანაში მოგზაურობაა შესაძლებელი. დღეის მდგომარეობით, აქტიური ბიომეტრიული პასპორტით 2 მილიონამდე მოქალაქე სარგებლობს.
ავტორი: ნანუჩი გოგოტაძე