10 აგვისტო 2026,   17:35
ვრცლად
"საქართველოს მოქალაქე, თავისი პასპორტით, არის მისაღები როგორც ტურისტის, ასევე ბიზნესისა და იმ თვალსაზრისით, რომელსაც ჰქვია წესრიგის მქონე ქვეყნის წარმომადგენელი" - გიორგი ვოლსკი

"პასპორტების რეიტინგი არის შეფასება იმისა, თუ კონკრეტულ ქვეყანაში რა მდგომარეობაა სტაბილურობის თვალსაზრისით და ამ ქვეყნის მოქალაქეები რამდენად ემორჩილებიან საერთაშორისო, მათ შორის, ევროპულ კანონებს და სტანდარტებს." - ამ განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ეხმაურება Passport Index-ის 2026 წლის რეიტინგს, რომლის მიხედვით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს.

გიორგი ვოლსკის თქმით, საქართველოს მოქალაქე თავის პასპორტით არის მისაღები როგორც ტურისტის, ასევე ბიზნესის და იმ თვალსაზრისით, რასაც ჰქვია წესრიგის მქონე ქვეყნის წარმომადგენელი. 

"პასპორტების რეიტინგი არის შეფასება იმისა, თუ კონკრეტულ ქვეყანაში რა მდგომარეობაა სტაბილურობის თვალსაზრისით და ამ ქვეყნის მოქალაქეები რამდენად ემორჩილებიან საერთაშორისო, მათ შორის, ევროპულ კანონებსა და სტანდარტებს. რასაკვირველია, გადახრებიც არსებობს, მაგრამ, საქართველოს მოქალაქე, თავისი პასპორტით, არის ავტორიტეტული, არის მისაღები როგორც ტურისტის, ასევე ბიზნესის და იმ თვალსაზრისით, რასაც ჰქვია წესრიგის მქონე ქვეყნის წარმომადგენელი." - აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები