13 აგვისტო 2026,   05:08
ვრცლად
"რაც შეიძლება უსარგებლო იყოს ტრამპისთვის, შესაძლოა ძალიან სასარგებლო იყოს საქართველოსთვის, ერთმანეთთან შედარება არ არის სწორი" - გიორგი შარაშიძე აშშ-ის მიერ ვენეციის კომისიის დატოვების შესახებ

შტატების გადაწყვეტილებას, დატოვოს გარკვეული საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა,  რომელთა შორის არის ვენეციის კომისიაც, ოპოზიციაში ეხმაურებიან. "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის შეფასებით, აშშ-ისა და საქართველოს შედარება დემოკრატიული თვალსაზრისით არ შეიძლება.

"ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრამპი არის აშშ-ის პრეზიდენტი. იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც დემოკრატია არის ყველაზე მეტად განვითარებული. საქართველო გახდეს ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია და მერე ვილაპარაკოთ რომელ კომისიას დავტოვებთ ან არ დავტოვებთ. რაც შეიძლება უსარგებლო იყოს ტრამპისთვის, შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს საქართველოსთვის. ამის ერთმანეთთან შედარება, რა თქმა უნდა, არ არის სწორი", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები 66 საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს, მათ შორისა ვენეციის კომისიაც. თეთრი სახლის განცხადებით, ეს სტრუქტურები ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.

დღის ამბები