04 აგვისტო 2026,   17:24
ვრცლად
"ისინი თუ გარეთ გამოვიდნენ შეწყალებით, კაპიკი ფასი არ ყოფილა იმ ბრძოლის, რაც აქამდე გავიარეთ" - ზურაბ ცეცხლაძე

მსჯვარდებულ ზვიად ცეცხლაძის მამა ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციებზე "მოლოტოვის კოქტეილი" გამოყენებული არ ყოფილა. ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ზურაბ ცეცხლაძემ ისიც თქვა, რომ არ არსებობენ არც დაშავებული სამართალდამცავები.

ზვიად ცეცხლაძე სასამართლომ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო. საქმეში დევს ვიდეო მტკიცებულებაც, სადაც ცეცხლაძე მოლოტოვის კოქტეილის დამზადებაზე საუბრობს.

"ქართულ ოცნებაში" კი, აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების არაერთი ფაქტი გაიხსენეს, რომელიც მოსახლეობამ საჯაროდ იხილა.

 

ამასთან, ზვიად ცეცხლაძის მამის განცხადებით, თუ დაკავებულები შეწყალებით ისარგებლებენ, ფასი დაეკარგება იმ ბრძოლას, რომლისთვისაც ქუჩაში დგანან, ამიტომ ეს არ მოხდება.

"ისინი თუ გარეთ გამოვიდნენ შეწყალებით, კაპიკი ფასი არ ყოფილა იმ ბრძოლის, რაც აქამდე გავიარეთ, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ და რისთვისაც ერთი წელია ჩვენ ქუჩაში ვდგავართ. ეს არ მოხდება", - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ ერთ-ერთ ტელე-ინტერვიუში.

დღის ამბები