13 აგვისტო 2026,   01:33
ვრცლად
"საქართველოს ხმის" ტიტული და მთავარი პრიზი - მეგა შოუს გამარჯვებული დათუნა მესტვირიშვილი გახდა

"რუსთავი 2-ის" მეგა შოუს გამარჯვებულის გამოსავლენად, 210 000-ზე მეტი ხმა მოგროვდა - მათმა 59%-მა პროცენტმა დათუნა მესტვირიშვილი აირჩია, რაც იმას ნიშნავს, რომ "საქართველოს ხმის" ტიტული და მთავარი პრიზი - ბინა სწორედ მას ერგო.

სამი საუკეთესო ფინალისტი და ექვსი სიმღერა - გოგი ცაბაძე, ინოლა გურგულია, გია ყანჩელი - ეს იმ ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მცირე ჩამონათვალია, რომელთა სიმღერებიც ფინალისტებმა ორკესტრთან ერთად შეასრულეს.

დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ეს დღე ფინალისტ - გიორგი ლაფაჩიშვილისთვისაც, რომელმაც, რჩეულს სიმღერის დასრულების შემდეგ, სცენაზე ხელი სთხოვა.

დიდი ფინალი შობის ღამეს, რეკორდული ზარების რაოდენობა და დასამახსოვრებელი საღამო - "საქართველოს ხმა" მაყურებელს დროებით დაემშვიდობა.

პროექტი, რომელმაც არაერთი ნიჭიერი მომღერალი აღმოაჩინა და მისცა შანსი, დიდ სცენაზე, მაყურებლის პირისპირ ლეგენდარული ქართული კომპოზიციები შეესრულებინათ, მესამე სეზონით ეთერში სულ მალე დაბრუნდება.

დღის ამბები