საშობაო ალილო თბილისში - მსვლელობა ამ წუთებში ქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარეობს. ალილოს მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ერთი საათის წინ დაიძრნენ და სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან. მსვლელობას მრევლი, რიგთი ადამიანები შეუერთდნენ.
გზაში რამდენიმე გაჩერებაა. წელს მსვლელობას პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნის პირველი ლედი და დეპუტატებიც შეუერთდნენ.