შობის დღესასწაულზე დედაქალაქსა და რეგიონებში ტრადიციული მსვლელობები გაიმართება. თბილისში ალილოს მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ორ საათზე დაიძვრებიან. გაივლიან თავისუფლების მოედანს, ბოლო გაჩერება კი სამების საკათედრო ტაძარი იქნება. ალილოს მსვლელობა უკვე იწყება რეგიონებში.
განსაკუთრებული სამზადისია კახეთშიც. ყვარელში მღვდელმსახურები მრევლთან და მგალობლებთან ერთად უკვე შეიკრიბნენ. ისინი ტრადიციულ მსვლელობას დაიწყებენ, აკურთხებენ ქუჩებს და შეაგროვებენ ნობათს. შეგროვებული ნობათი კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ. მსვლელობაში, ადგილობრივებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც.