13 აგვისტო 2026,   07:02
ვრცლად
საქართველოში არსებული რეალური ვითარების ანალიზი, სამართლიანი შეფასებები და ობიექტური დამოკიდებულება - საკითხების არასრული ჩამონათვალი, რომელიც მმართველი პარტიის განცხადებით, 2026 წელს ევრობიუროკრატიამ უნდა გაიზიაროს

საქართველოში არსებული რეალური ვითარების ანალიზი, სამართლიანი შეფასებები და ობიექტური დამოკიდებულება - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მმართველი პარტიის განცხადებით, 2026 წელს ევრობიუროკრატიამ უნდა გაიზიაროს. "ქართულ ოცნებაში" ბრიუსელის პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ სხვა შემთხვევაში ევროკავშირის დამოკიდებულება კვლავ შანტაჟად და ზეწოლად იქნება აღქმული.

საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ოპოზიციურ პარტიებში. ამბობენ, რომ ევრობიუროკრატია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სამართლიანად რეაგირებს და მათ განცხადებებში ვერც შანტაჟის და ვერც ზეწოლის ნიშნებს ვერ ხედავენ.

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში საქართველოს მიმართ არაერთი უსაფუძვლო კრიტიკა გაჟღერდა. არასამართლიანი დამოკიდებულების მიღმა კი ქვეყნის შიგნით პროცესების ხელოვნურად დაძაბვისა და უცხო ძალების ინტერესების გატარების სურვილი იდგა. დეპუტატების განცხადებით, 2026 წელი სამართლიანობის აღდგენის კუთხით ევროკავშირისთვის გარდამტეხი უნდა იყოს.

კონკრეტული გადაწყვეტილებები, განცხადებები თუ რეზოლუციები ქართველ კანონმდებლებს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ბრიუსელი ხშირად საქართველოსთან დაკავშირებით არასწორ მიდგომებს იჩენდა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ევრობიუროკრატიის მანკიერი დამოკიდებულებები უკვე ბევრმა სხვა სახელმწიფომაც აღიარა.

დღის ამბები