10 აგვისტო 2026,   14:20
ვრცლად
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვიზიტორებისთვის რამდენიმე ტურისტული ობიექტი დროებით დაკეტილი იქნება

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილი იქნება რამდენიმე ტურისტული ობიექტი, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

"ძვირფასო ვიზიტორებო, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილი იქნება შემდეგი ტურისტული ობიექტები:

• სათაფლია

• ნავენახევის მღვიმე

• ოკაცეს კანიონი

• ოკაცეს ჩანჩქერი

პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი 5 იანვრიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებს ვიზიტორების მიღებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები