რამდენიმე საათი ახალი წლის დადგომამდე - რეგიონებში წინა საახალწლო განწყობაა. ბათუმში ქალაქის მთავარ მოედანზე გალაკონცერტისთვის ემზადებიან. მთავარი ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სცენა, სადაც ზუსტად 23:00 საათზე გალაკონცერტი დაიწყება. სიმღერები ადგილობრივი და მოწვეული მომღერლები შეასრულებენ.
მანამდე, ზღვისპირა ქალაქი არაერთ გასართობ ღონისძიებას მასპინძლობს. სპექტაკლები, არაერთი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა, ორკესტრის მსვლელობა - პროგრამა შთამბეჭდავია.
ავტორი: ია გოლიაძე