06 ივნისი 2026,   05:34
ვრცლად
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტომანქანა დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული მასალა კი გადატანილია ბაკურიანის საქმიან ეზოში.

დღის ამბები