გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ზურაბ ეზუგბაია, პლასტიკის პარკების მწარმოებლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პლასტმასის ნარჩენებით, მათ შორის, პლასტიკის პარკებით დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება.
ასევე აღინიშნა, რომ პლასტიკის გამოყენების შემცირების მიზნით სახელმწიფომ დაიწყო რეფორმა, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. ამ მიმართულებით სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ პლასტიკის მოხმარების შემცირების რეფორმის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის დადგენილება, რაც სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას ითვალისწინებს.