13 აგვისტო 2026,   11:49
ვრცლად
გია ვოლსკი: ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და თვითონაც იყო ამაში ჩართული

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ ინტერვიუში აღიარა 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების საქმეზე დაკავებული ოპოზიციის ლიდერების ბრალეულობა, თავად კი დანაშაულისგან გამიჯვნა სცადა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გამოძიებამ მტკიცებულებები წუთების და წამების სიზუსტით დადო, როგორ იმართებოდა პროცესები, სად უნდა შეკრებილიყვნენ, როგორ უნდა გადაადგილებულიყვნენ და რომელ შენობაზე უნდა მიეტანათ შტურმი, რაც ახალაიამ თავადვე აღიარა.

"ბიძინა ივანიშვილმა კი არ მოიგო, საქართველომ მოიგო იმითი, რომ ამ სადისტებს არ ჩაუვარდათ ხელისუფლება ხელში. მთელი სისტემა არის აწყობილი. იქ, იმ ადამიანებთან, ვინც დაკავშირებულია ამ რევოლუციურ ჯგუფთან აღმოაჩინეს უკრაინიდან გამოგზავნილი ასაფეთქებელი. ბაჩო ახალაიასაც, ზუსტად 4 ოქტომბერს ყოველ წუთში ურეკავდნენ, ამ ექსტრემისტების გადაადგილების პოზიციები იცვლებოდა. საერთოდ ამდენი ფულია დახარჯული ლობისტებში, – ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუნდაც დუმილის უფლებას ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული. რასაკვირველია, გამოძიება თავის მასალებს დადებს, უნდა იყოს უტყუარი, მტკიცებულებათა ერთობლიობამ დაცვის ხაზი უნდა გადაწონოს, მაგრამ ამას მოსამართლე გადაწყვეტს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ.

დღის ამბები