სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგზაურობით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ტურისტული ადგილების, ზამთრის კურორტების და ქართულ კულტურის შესახებ.
დუბაის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სავაჭრო ცენტრში, რომელსაც ყოველკვირეულად 500 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, ქართული ტურისტული სტენდი მოეწყო. მსურველებს VR სათვალეების საშუალებით, საქართველოს კურორტებისა და ღირსშესანიშნაობის ვირტუალურად დათვალიერება შეეძლოთ.
დუბაიში გამართული ღონისძიების პარალელურად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში სპარსეთის ყურის ქვეყნების წამყვან ტუროპერატორებს უმასპინძლა. სტუმრები გაეცნენ ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურას და იმყოფებოდნენ კახეთშიც, სადაც ქართული კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.
ასევე, 10 უცხოელ ტუროპერატორსა და 40-მდე ქართულ ტურისტულ კომპანიის შორის შეხვედრა გაიმართა.
წლის ბოლოს, საქართველოში იმყოფებოდნენ უცხოელი ბლოგერები და ინფლუენსერებიც. ისინი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიებსა და მასალებს ამზადებენ, რომლებიც საერთაშორისო მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდება.
ავტორი: ირაკლი კოშაძე