სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს ბოლო შემაჯამებელი ღონისძიებები გამართა.
მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, დუბაი ფესტივალ მოლში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპეციალური სტენდით წარდგა, რომელიც საქართველოს ოთხი სეზონის ამსახველი ვიზუალებით იყო გაფორმებული.
3 დღის განმავლობაში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ზამთრის კურორტებს, კულტურას, VR სათვალეების საშუალებით ვირტუალურად ემოგზაურათ საქართველოს ოთხ სეზონიან კურორტებზე. ვიზიტორებმა ინფორმაცია მიიღეს ტურისტული მიმართულებების შესახებ.