13 აგვისტო 2026,   11:48
ვრცლად
მე ვიზიარებ იმ ევროპელი ლიდერების აზრს, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ ამერიკა აქტიურად უნდა იყოს ჩართული გლობალურ სცენაზე - გრიგოლ გეგელია აშშ-ის სანქციებზე

ამერიკული სანქციები ევროპელ ჩინოსნებს ცენზურისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის გამო - შეერთებული შტატები ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ოთხ წარმომადგენელს.

მათ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკული პლატფორმების ცენზურასა და მათთვის მიუღებელი მოსაზრებების ჩახშობის მიზნით ორგანიზებულ ქმედებებში ადანაშაულებს.

ვაშინგტონის გადაწყვეტილება დაგმეს პარიზში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ არ დაუშვებენ, მათი ციფრული სივრცის მარეგულირებელი წესები სხვებმა დაადგინონ.

პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ის იზიარებს იმ ევროპელი ლიდერების მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ ამერიკა აქტიურად უნდა იყოს ჩართული გლობალურ სცენაზე.

"მე ვხედავ ტრამპის მიერ ახალი ტიპის ფაზის ინიციირების მცდელობას. მე არ ვიტყოდი, რომ დაძაბულია ეს ურთიერთობა, მაგრამ აშკარად არის რევიზიის ფაზაში. მე ვიზიარებ იმ ევროპელი ლიდერების აზრს, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ ამერიკა აქტიურად უნდა იყოს ჩართული გლობალურ სცენაზე, რადგან ამერიკის არჩართვა, ისტორიულად ყოველთვის ნიშნავს, რომ სხვა უკეთური ძალები, უკეთური მიზნებისთვის იყენებენ იმ ნაპრალს, იმ პოლიტიკურ სივრცეს, რომელიც ამერიკის არყოფნა ქმნის საერთაშორისო ველზე", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

დღის ამბები